მთავარისაქართველოე.წ. „ოფშორების კანონი” და ახალი კვლევის მიგნებები

ე.წ. „ოფშორების კანონი” და ახალი კვლევის მიგნებები

„ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში მიღებული საგადასახადო კანონი, რომელიც ცნობილია, როგორც „ოფშორების კანონი”, ორი სამოქალაქო ორგანიზაციის ერთობლივი მონიტორინგის სამიზნედ იქცა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” და „ფლანგვის დეტექტორმა” აწარმოვა კვლევა, რომლის თანახმად, ეს კანონი კონკრეტული პირების, მათ შორის „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პირადი ინტერესების შესაბამისად მიიღეს. კვლევის მიხედვით, მთავარ პრობლემებს შორისაა, შავი ფულის გათეთრების რისკები საქართველოს გავლით და აქტივების მოძრაობა ბიუჯეტში გადასახადის გვერდის ავლით.

„კვლევის თანახმად, ახალი კანონის ფარგლებში ამავე კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ოფშორულ კომპანიას აღარ მოუწევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ზემოთ ნახსენებ ნამეტ შემოსავალზე მოგების გადასახადის გადახდა. თუმცა, საგულისხმოა ის, რომ ოფშორულ კომპანიას ამ საკანონმდებლო ცვლილების გარეშეც შეუძლია ქართულ კომპანიას გადასცეს თავისი აქტივები დაუბეგრავად, მაგალითად, ამ აქტივების ქართული კომპანიის კაპიტალში შეტანის, ოფშორული კომპანიის ლიკვიდაციისა და მის საკუთრებაში არსებული აქტივების დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გადაცემის გზით. შესაბამისად, კანონის ერთადერთ სიახლეს წარმოადგენს ოფშორული კომპანიის მოგების გადასახადისაგან გათავისუფლება აქტივის ნასყიდობის საფუძველზე გადაცემის შემთხვევაში. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილება რეალურ არანაირ მოტივაციას/სტიმულს არ ქმნის იმისათვის, რომ ოფშორული კომპანიიდან საქართველოში აქტივი გადმოვიდეს. კერძოდ, შეღავათი გათვალისწინებულია თავად აქტივების გადმოტანის ოპერაციაზე. აქტივების გადმოტანის შემდეგ კი დაბეგვრის რეჟიმი ფაქტობრივად იგივე რჩება.

რომ შევაჯამოთ, კანონით რეალურად არ მიიღწევა ის მიზანი, რომელიც განმარტებით ბარათშია მითითებული. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ოფშორული ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების დაუბეგრავად გადმოტანა ამ ცვლილების გარეშეც შესაძლებელია. მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ცვლილება არ ქმნის რეალურ მოტივაციას აქტივების საქართველოში გადმოსატანად, რადგან დაბეგვრის რეჟიმი უცვლელი რჩება და გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ თავად აქტივების გადმოტანის ოპერაცია.

კანონის რეალური შედეგი – საქართველოდან მოგების დაუბეგრავად გატანა? საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საგადასახადო შეღავათი ეხება ოფშორული კომპანიის მიერ ქართული კომპანიისათვის ისეთი აქტივების გადაცემას, რომლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალიც საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად მიიჩნევა.

საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად ითვლება შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან, თუ საქონლის მიწოდება (საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა) ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს ასევე განეკუთვნება რეზიდენტი კომპანიის წილის/აქციის გაყიდვით მიღებული შემოსავალი. შესაბამისად, მოგების გადასახადის ნაწილში დადგენილი შეღავათი არ ეხება უცხოეთში არსებული აქტივების ან უცხოური კომპანიის წილების მიწოდებას. ოფშორული კომპანია ამ შეღავათებით ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ქართული კომპანიისთვის გადაცემული აქტივი საქართველოშია, მაგალითად, საქართველოში არსებული უძრავი/მოძრავი ქონება ან/და საქართველოს რეზიდენტი კომპანიის წილი. შესაბამისად, მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო შეღავათი ეხება არა უცხოეთში არსებული აქტივების საქართველოში გადმოტანას, არამედ საქართველოში არსებული აქტივების პირდაპირი მესაკუთრის ცვლილებას მხოლოდ იმ პირობით, თუ აქტივების ბენეფიციური მფლობელი იგივე ფიზიკური პირი/პირთა ჯგუფი იქნება.

მნიშვნელოვანია ის, რომ ქართული კომპანიის მიერ ოფშორული კომპანიისაგან აქტივის შეძენას თან ახლავს ამ ქართული კომპანიის მიერ ოფშორული კომპანიისათვის შესაბამისი თანხის, ნასყიდობის ფასის გადახდა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად კი, საქართველოდან აღნიშნული თანხა ოფშორულ კომპანიაში გადავა დაუბეგრავად”, – ნათქვამია ანგარიშში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend