მთავარიევროპაუკრაინაავსტრალია უკრაინას ძველი მოდიფიკაციის 49 აბრამსის ტანკს გადასცემს

ავსტრალია უკრაინას ძველი მოდიფიკაციის 49 აბრამსის ტანკს გადასცემს

ავსტრალიამ უკრაინას ძველი მოდიფიკაციის 49 აბრამსი გადასცა. აღნიშნულ განცხადებას ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი, რიჩარდ მარლსი ავრცელებს.  ამერიკული წარმოების აბრამსების ღირებულება 163 მილიონი დოლარია.

ავსტრალია ამ ტანკების ახალი მოდელით ჩანაცვლებას აპირებს. კიევმა ავსტრალიას დახმარებისთვის თებერვალში მიმართა, თუმცა მაშინ რიჩარდ მარლსმა თქვა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა არ იყო ხელისუფლების დღის წესრიგში.

„ჩვენ უკრაინის მთავრობასთან მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი მაქსიმალური მხარდაჭერისთვის. მაგალითად, ისინი ითხოვდნენ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვით სისტემებს, რაზეც ჩვენ წელს დავიწყებთ მუშაობას. თქვენ იცით, რომ ივლისში ნატოს სხდომაზე ყოფნისას მე 166 მილიონი დოლარის დახმარება, ხოლო 100 მილიონი დოლარის დახმარება – უკრაინაში ვიზიტისას დავაანონსე. ვაკვირდებით ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებს, მათს ეფექტურობას და გულწრფელი რომ ვიყო, იმასაც, თუ რამდენად არის ტექნიკა საბრძოლველად გამოსადეგი. აბრამსის ტანკები ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და გვიხარია, რომ ამ ტანკების უკრაინისთვის გადაცემა შეგვიძლია“, – აცხადებს რიჩარდ მარლსი.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ავსტრალიამ უკრაინას 866 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend