საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ნანა შავთვალაძის წიგნით – “ბილიკი” – ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართულს, როგორც უცხო ენას ასწავლიან.
ნანა შავთვალაძეს დაწერილი აქვს ოცდაათამდე წიგნი, აქედან ცხრამეტი განკუთვნილია ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ენის სკოლის“ დირექტორმა და „საქართველოს უნივერსიტეტის” ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, ნანა შავთვალაძემ ისაუბრა.