ალბანეთის ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ტირანას შეუძლია ჰქონდეს თავისი მოქალაქეების იმედი. 2023 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ალბანეთის მოსახლეობის 90%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრებას უჭერს მხარს.
,,ალბანეთი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის ყველა მოთხოვნას, მათ შორის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ალბანეთი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო ნატოს წევრი. ალბანეთმა უნდა გაამკაცროს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. ასევე ალბანეთმა უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება“, – აცხადებს ანალიტიკოსი ილირიანა ჯონი.
მიუხედავად ალბანეთის ძლიერი მხარეებისა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს მრავალი რეფორმის გატარება, რათა დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომ თავის კანონმდებლობას ევროპულ სტანდარტებს მოარგებს.
თუმცა ტირანას, რომელმაც განაცხადი 2009 წელს წარადგინა, დიდი გზა აქვს გასავლელი.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ევროკომისიამ უნდა გამოთქვას თავისი აზრი, რომლის საფუძველზეც წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ალბანეთის ევროკავშირის წევრობას ევროპარლამენტმაც უნდა დაუჭიროს მხარი.