2024 წლის 18 ოქტომბერს, ასტანაში, Google-ისა და StrategEast -ის ორგანიზებით, ჰაკათონის საფინალო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებაზე ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონიდან 21 საუკეთესო სტარტაპი იქნება წარმოდგენილი, რომელიც 120 აპლიკანტიდან შეირჩა. ფინალისტებს შორის არის ქართული სტარტაპებიც.
ჰაკათონის მიზანია მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში StrategEast-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ლიკა მერაბიშვილმა და სტარტაპ CultivaAi -ს დამფუძნებელმა, გიორგი პაპიძემ ისაუბრეს.