უკრაინის სამხედრო გაწვევის სამსახურის ოფიცრებმა დედაქალაქ კიევში ჩაატარეს რეიდები და მოქალაქეებს სამხედრო სარეგისტრაციო დოკუმენტები შეუმოწმეს. დააკავეს ის მამაკაცები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად.
რეიდები ჩატარდა რესტორნებში, ბარებსა და სავაჭრო ცენტრებში. თვითმხილველები დაკავებული მამაკაცების შესახებაც საუბრობენ. ადგილობრივ მედიაში აცხადებენ, რომ სამხედროებმა მსგავსი ღონისძიებები ჩაატარეს უკრაინის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ხარკივსა და დნიპროში.
25-იდან 60 წლამდე ყველა მამაკაცი ექვემდებარება სამხედრო სამსახურში გაწვევას. მათ ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.
ამავდროულად, რუსეთის არმიამ მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე აღმოსავლეთის ქალაქ სუმიში.
რეგიონულ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა, რამაც ოთხსართულიანი კორპუსი დააზიანა.
დრონების შედეგად დაზიანდა ასევე ადგილობრივი ადმინისტრაციული შენობები და სამი კერძო სახლი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.