თბილისის თანამედროვე ცეკვის ფესტივალმა მე-10 საიუბილეო გამოშვების ფარგლებში თანამედროვე ამერიკული ცეკვის დასის „გასპარის & მოცეკვავეების“ 5 საცეკვაო ნოველა შესთავაზა მაყურებელს.
წარმოდგენა 10 ოქტომბერს მოძრაობის თეატრში გაიმართა. ახალგაზრდული დასი „გასპარის & მოცეკვავეები“ 2009 წელს შეიქმნა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თბილისის თანამედროვე ცეკვის ფესტივალის დირექტორმა თამუნა გურჩიანმა და მოცეკვავემ, ქორეოგრაფმა ნათია ბუნტურმა ისაუბრეს.