მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტი ევროპული ტურნეს ფარგლებში იტალიაში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი ევროპული ტურნეს ფარგლებში იტალიაში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობისას მოკავშირეებს ,,გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს.

უკრაინა ითხოვს დასავლელი ლიდერების თანხმობას, გამოიყენოს მათი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დასარტყმელად. ევროპული ტურნეს ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა.

ვიზიტი მიზნად ისახავს დასავლეთის ქვეყნებიდან მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფას, ექსპერტების ვარაუდით, 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ  უკრაინას ყველაზე მკაცრი ზამთარი ელის.

რომში ვიზიტამდე ის იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ კირ  სტარმერსა და ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს შეხვდა.

ზელენსკი გეგმავდა, გერმანიაში მოკავშირეებისთვის „გამარჯვების გეგმა“ შაბათ-კვირას წარედგინა, თუმცა  შეხვედრა გადაიდო, რადგან  აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვიზიტის გაუქმება მოუწია. ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში  ეწვია საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას.

ამჟამად ზელენსკი რომში იმყოფება, ის უკვე შეხვდა იტალიის პრემიერ ჯორჯა მელონის. მოგვიანებით ისინი შეუერთდნენ პრესკონფერენციას, რომლის დროსაც მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა უკრაინისადმი როგორც სამხედრო, ისე ენერგეტიკის სექტორში.

დასავლური იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე ევროპელი ლიდერებისთვის საკამათო საკითხია. მათ შორის არის იტალიის მთავრობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთში იტალიური იარაღის გამოყენებას.

ზელენსკი აპირებს რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას ვატიკანში. მოგვიანებით იგი გაემგზავრება გერმანიაში კანცლერ შოლცთან შესახვედრად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend