ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა ბრიტანეთში, სადაც შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანსა და ბრიტანეთის პრემიერს.
I met with Prime Minister of the United Kingdom @Keir_Starmer and @SecGenNATO Mark Rutte.
The key topics of our discussions were Euro-Atlantic integration and the military reinforcement of Ukraine. These are the steps that will create the best conditions for restoring a just… pic.twitter.com/MISQY6qSZT
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 10, 2024
ლიდერები განიხილავენ უკრაინის „გამარჯვების გეგმას”, რომელიც ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგებს უკვე გააცნო. ლონდონიდან უკრაინის პრეზიდენტი გაემგზავრება საფრანგეთში და შეხვდება ემანუელ მაკრონს.
ზელენსკი „გამარჯვების გეგმას” გერმანიის კანცლერსა და იტალიის პრემიერსაც წარუდგენს. რას გულისხმობს უკრაინის გამარჯვების გეგმა – დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არის საკითხები, რომლებიც საჯარო გახდა. კიევი დასავლეთისგან გარკვეული გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებას ითხოვს, მაგალითად, ნებართვას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენების შესახებ. როგორც ცნობილია, ამ საკითხს არაერთი ევროპული სახელმწიფო ემხრობა, მათ შორის ბრიტანეთიც, თუმცა ვაშინგტონის საბოლოო პოზიცია ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული ცნობებით, ჯო ბაიდენი შიშობს, რომ შორი რადიუსის იარაღის გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ესკალაციის საფრთხე.