პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირველად შეხვდა უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც საფრანგეთის ტერიტორიაზე გადიან წვრთნებს.
ამ საიდუმლო სამხედრო ბაზაზე, რომელიც აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარეობს, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსოს. მაგალითად, ეს სანგრები სპეციალურად წვრთნებისთვის მომზადდა. საფრანგეთის სამხედრო პერსონალი ცდილობს, გაითვალისწინოს უკრაინის არმიის ის საჭიროებები, რომლებიც რუსეთთან საბრძოლველად არის აუცილებელი.
საფრანგეთის არმიის კაპიტნის თქმით, ერთი კონკრეტული საფრთხე, რომელიც სწავლების დროს უნდა გაითვალისწინონ, დრონებია. სწორედ ამ საფრთხესთან ადაპტაცია მოუწიათ სანგრების თხრისას და ასევე შენიღბვის შეცვლისას.
J’en avais pris l’engagement : nos militaires forment actuellement 2 300 soldats ukrainiens dans le Grand Est, avec des équipements qu’ils utiliseront en mission.
La brigade Anne de Kyiv sera formée et équipée grâce à la solidarité de la France. pic.twitter.com/LFwv06LW6b
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) October 9, 2024
მომდევნო ორი თვის განმავლობაში ამ ბაზაზე 2300 უკრაინელი სამხედრო გაივლის წვრთნას. მათი უმეტესობა ახალწვეულია, რომლებმაც უკვე დაასრულეს საბაზისო წვრთნის კურსი.
ერთ-ერთი ფრანგი სამხედრო ამბობს, რომ საფრანგეთში ჩამოსვლამდე უკრაინელმა ახალწვეულებმა უკრაინაში რამდენიმეკვირიანი სწავლება გაიარეს. ისინი მათ უზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და მუშაობის მეთოდებს და ამ ყველაფერს პარტნიორობის ფარგლებში აკეთებენ.
საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც თავის ტერიტორიაზე მთელ უკრაინულ ბრიგადას გაწვრთნის. ეს ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში საფრანგეთის ლიდერთან ორმხრივ მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა.