2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ევრონიუს ჯორჯია პოლიტიკურ სუბიექტებს სპეციალურ ფორმატს სთავაზობს. არჩევნების წინ, საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებისთვის, დებატებთან ერთად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, ნახოს გადაცემათა ციკლი, რომელიც პოლიტიკურ ძალებს საზოგადოებისთვის სათქმელის გაზიარების კარგ შესაძლებლობას აძლევს.
პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ვთხოვეთ, საზოგადოებისათვის საინტერესო პრობლემებზე ესაუბრათ არა დებატების ფორმატში, არამედ ცალ-ცალკე, მშვიდ და განსჯისათვის მისაღებ გარემოში.
ევრონიუს ჯორჯიამ ჩაწერა, როგორც საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების მქონე პარტიების (კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების) წარმომადგენლები, ასევე იმ პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერები, რომლებსაც მე-10 მოწვევის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავთ. ვინაიდან ფორმატი გულისხმობდა თითოეულ საკითხზე არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მოსაზრებების შეკრებას, თითოეული საკითხისთვის სასაუბროდ განისაზღვრა 3-4 წუთი.
პროექტში არჩევნებში მონაწილე ყველა ძალამ მიიღო მონაწილეობა, „ქართული ოცნების“ გარდა.
ევრონიუს ჯორჯიას მიზანია, მოქალაქეებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ და ამისათვის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს შესაძლებლობა მივცეთ, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ მაყურებელს თავიანთი გეგმების, ხედვებისა და საარჩევნო პროგრამების შესახებ.
ამ პროექტით მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს, თუ რას სთავაზობს ამომრჩეველს თითოეული პოლიტიკური ძალა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საქართველოს ევროინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკა, რუსეთთან ურთიერთობები, ტერიტორიული მთლიანობა და დევნილების ბედი, ადამიანის უფლებები, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, განათლება, ემიგრაცია, ეკონომიკა, სასამართლო სისტემა, სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება, დეცენტრალიზაცია და გენდერული პრობლემები.
საქართველოს ევროინტეგრაცია – რას ფიქრობენ პოლიტიკური ლიდერები
.
საქართველოს საგარეო პოლიტიკა – რას ამბობენ პოლიტიკური ლიდერები
.
ტერიტორიული მთლიანობა და დევნილების ბედი – რას გეგმავენ პოლიტიკური ლიდერები
.
პოლიტიკური ლიდერები რუსეთთან ურთიერთობების თაობაზე
.
ადამიანის უფლებები საქართველოში პოლიტიკური ლიდერების აზრით
.
სოციალური საკითხები – რა გზებს ხედავენ პოლიტიკური ლიდერები
.
ჯანდაცვა – როგორ გეგმავენ ამ სფეროს გაუმჯობესებას პოლიტიკოსები
.
განათლება – ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა პოლიტიკური ლიდერების ხედვით
.
ემიგრაცია – წინასაარჩევნო ხედვა და დაპირებები
.
საქართველოს ეკონომიკა – პრიორიტეტები და სასწრაფოდ საკეთებელი პოლიტიკოსების აზრით
.
სასამართლო სისტემა – რას ფიქრობენ პოლიტიკური ლიდერები
.
სოფლის მეურნეობა – ვინ როგორ დაეხმარება სოფელს არჩევნების შემდეგ
.
კლიმატის ცვლილება – საქართველოსა და სამყაროს მომავალი პოლიტიკოსების ხედვით
.
დეცენტრალიზაცია – სწორი გზები და გამოსავალი პოლიტიკური ძალების მიხედვით
.
გენდერული პრობლემები – პოლიტიკოსების ხედვა და თვალსაზრისი