მთავარიმსოფლიოNATOნატო ყოველწლიურ ბირთვულ მანევრებს იწყებს

ნატო ყოველწლიურ ბირთვულ მანევრებს იწყებს

კრემლიდან გაძლიერებული ბირთვული რიტორიკის ფონზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ორშაბათიდან ბირთვულ წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ლონდონში პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ლონდონი, 10 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright Dan Kitwood/Pool Photo via AP

ოფიციალური ცნობებით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს F-35A საბრძოლო თვითმფრინავები და B-52 ბომბდამშენები, ასევე 13 ქვეყნის 60 საჰაერო ხომალდი.

„არასტაბილურ სამყაროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გამოვცადოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა, რადგან მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ ნატო მზად არის, უპასუხოს ნებისმიერ საფრთხეს”, – განაცხადა მარკ რუტემ.

ყოველწლიური ბირთვული წვრთნები ორშაბათს დაიწყება და ორ კვირას გასტანს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend