მთავარიმსოფლიონობელის პრემია ქიმიაში სამმა მეცნიერმა მიიღო

ნობელის პრემია ქიმიაში სამმა მეცნიერმა მიიღო

2024 წელს ნობელის პრემია ქიმიის დარგში სამმა მეცნიერმა დევიდ ბეიკერმა, დემის ჰასა-ბისმა და ჯონ ჯამპერმა მოიპოვეს. ეს გადაწყვეტილება შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ მიიღო.

ნობელის პრემია დევიდ ბეიკერმა ცილის კომპიუტერული დიზაინისთვის მიიღო, რაც ახალი ცილების შექმნის საშუალებას იძლევა. დემის ჰასა-ბისმა და ჯონ ჯამპერმა კი ცილების სტრუქტურის პროგნოზირებისთვის მიიღეს ჯილდო. კონკრეტულად კი შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელმაც 50-წლიანი პრობლემა გადაჭრა და ცილების რთული სტრუქტურის პროგნოზი გააკეთა.

ნობელის კომიტეტში ამბობენ, რომ  ამ აღმოჩენას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ნობელის პრემიის ლაურეატები ოქროს მედალს, დიპლომსა და ფულად ჯილდოს იღებენ, 11 მილიონი შვედური კრონის ოდენობით, რაც  დაახლოებით მილიონ ასი ათასი დოლარია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend