ჯოზეფ ბორელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,
მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა ისარგებლოს იმით, რომ „ჰეზბოლას“ დაჯგუფებას თავს ესხმიან. ამით ლიბანს მიეცემა პოლიტიკური სტრუქტურების განახლების შესაძლებლობა. სხვა გამოსავალი ქვეყანას, სამწუხაროდ, არ აქვს.
ბორელის თქმით, ევროკავშირი უნდა დაეხმაროს ამ ქვეყანას და უნდა გამოიყენონ „ჰეზბოლას“ სისუსტე, იმისათვის, რომ გააძლიერონ ლიბანის პოლიტიკური სტრუქტურები. ასევე აუცილებელია, რეგიონში სასწრაფოდ შეწყდეს ცეცხლი.
ბორელის აზრით, ქვეყნის გადასარჩენად გასატარებელია ოთხი ძირითადი რეფორმა: ესაა: რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევა, ლიბანის არმიის მხარდაჭერა, გაეროს მშვიდობისმყოფელთა მისიის მანდატის გაძლიერება, ასევე საზღვარზე მშვიდობის უზრუნველყოფა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ზოგიერთი ევროპარლამენტარი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ დროულად იმოქმედოს.
🔴 Follow live: Statement by HR/VP @JosepBorrellF at the @Europarl_EN on the escalation of violence in the Middle East and the situation in Lebanon. ↓ https://t.co/kJ53OvI2r7
— European External Action Service – EEAS 🇪🇺 (@eu_eeas) October 8, 2024
ევროპარლამენტარი ხორვატიიდან ჟელიანა ზოვკო ამბობს, რომ ამ ვითარებას გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ უყურებს ადგილობრივი მოსახლეობა ევროკავშირის ვალდებულებებს. ლიბანელთა ნაწილი, განსაკუთრებით ქრისტიანები, ევროკავშირისგან მიტოვებულად გრძნობს თავს.
ბორელის თქმით, ლიბანში ახლა ისრაელის მეოთხე ინტერვენცია მიმდინარეობს, რომელსაც უკვე ემსხვერპლა 2000-ზე მეტი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.