13 ოქტომბერს ,,თუშეთის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით აგროტურისტულ მეურნეობა ,,ითაბანში“ თუშური გუდის ყველის ფესტივალი გაიმართება.
,,ითაბანი“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს. თუშური გუდის ყველის ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
სტუმრებს ადგილზე დახვდებათ ბაზრობა, სხვადასხვა მასტერკლასი, თუშური გუდის ყველის კონკურსი, თუშური ფოლკლორი და ქორეოგრაფია, ტრადიციული თამაშობები და ძველი თუშური ცხოვრების ამსახველი კადრების კინოჩვენება.
ამ თემის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფესტივალის ორგანიზატორმა, რატი კოჭლამაზაშვილმა ისაუბრა.