ზურაბ ჟვანიას ფონდი 2024 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.
პრემია მიენიჭებათ 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა), მხატვრული ლიტერატურა (პოეზია), მუსიკალური ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ,,წინანდლის პრემიის” ორგანიზატორმა ნინო ჟვანიამ და 2022 წლის ,,წინანდლის პრემიის” ლაურეატმა პროზის ნომინაციაში ცოტნე ავსაჯანიშვილმა ისაუბრეს.