მთავარიაზიაისრაელიისრაელი კვლავ ბომბავს ბეირუთსა და ღაზას

ისრაელი კვლავ ბომბავს ბეირუთსა და ღაზას

ისრაელის ძალები აძლიერებენ შეტევას ბეირუთზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ იერიში მიიტანეს ლიბანის დედაქალაქის სამხრეთით მდებარე გარეუბნებზე.

ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს ეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გამოუშვეს 130 ჭურვი, რომელთაგან ნაწილი ისრაელმა  გაანეიტრალა.

7 ოქტომბერს გადაღებულ ვიდეოკადრებში ტერიტორიაზე გაჩენილი უზარმაზარი ღრმული ჩანს. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელის ძალებმა ლიბანის უმეტეს ნაწილში ათასობით სამხედრო სამიზნეზე მიიტანეს იერიში.

ამავდროულად, ისრაელელმა სამხედროებმა 8 ოქტომბერს, დილით, ინტენსიურად დაბომბეს ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ღაზაში, ჩრდილოეთის მოსახლეობას კი ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

იერიში, რომელსაც წინ უძღოდა  მრავალი თავდასხმა და სახმელეთო ოპერაცია, კვირას დაიწყო, რადგან „ჰამასი“ ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ამ არეალში კვლავ ცდილობდა თავისი ოპერატიული შესაძლებლობების აღდგენას.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზიდან ჭურვების სროლის მიუხედავად, მათ მაინც მიაქვთ იერიში „ჰამასის“ წინააღმდეგ. უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე ერთწლიან ბრძოლებს 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ღაზა კი ნანგრევებად აქცია. რეგიონის აღდგენით სამუშაოებს, შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend