მთავარიამერიკააშშფლორიდაში ელოდებიან მეხუთე კატეგორიის ქარიშხალს

ფლორიდაში ელოდებიან მეხუთე კატეგორიის ქარიშხალს

ფლორიდაში სტიქიისთვის ემზადებიან. ქარიშხალი „მილტონი“, რომლის სიძლიერე მეხუთე კატეგორიამდე გაიზარდა, ტამპა ბეის რეგიონს უახლოვდება. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ამ არეალში გამძვინვარებულ  ქარიშხალ „ჰელენს“ 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ფლორიდის შტატის მკვიდრი ლუის სმიტი ამბობს, რომ ისინი ქარიშხალმა „ჰელენმა“ ძლიერ დააზარალა. გარშემო ყველაფერი დატბორილი იყო. ადგილობრივები ახლა უფრო მომზადებულები ხვდებიან ქარიშხალს. სილით ავსებენ ტომრებს და სახლის გარშემო აწყობენ, რათა თავიდან აიცილონ ის, რაც წინა კვირას მოხდა.

ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ მოუწოდეს მოსახლეობას ევაკუაციისკენ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა მოქალაქეებს სთხოვა,  დაემორჩილონ ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, რადგან ამჯერად ძალიან სერიოზული და რთული ვითარება იქნება.

ქარიშხლის გამო წყლის დონემ შესაძლოა 2.4-იდან  3.6 მეტრამდე მოიმატოს. ეს რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც თითქმის ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ქარიშხალ „ჰელენის“ დროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend