მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ზოგიერთ ნაწილში უფრო ცივი ზამთარი იქნება, ვიდრე შარშან

ევროპის ზოგიერთ ნაწილში უფრო ცივი ზამთარი იქნება, ვიდრე შარშან

წელს ევროპის კონტინენტის გარკვეულ ნაწილებში, წინა წელთან შედარებით, უფრო ცივ ზამთარს ელიან.

საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სკანდინავიის ის ქვეყნებია, სადაც ოქტომბრიდან უკვე საგრძნობლად ცივა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ესპანეთში კი ჯერჯერობით ისევ სითბოა.

მეტეოროლოგების თქმით, მართალია,  ამ ზამთარს ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე შარშან, თუმცა ლა-ნინიას ფენომენის გამო გრძელვადიანი საშუალო მაჩვენებელი მაინც უფრო მაღალი იქნება.

მომდევნო კვირებში დასავლეთ და ცენტრალურ ევროპას თავს დაატყდება ატლანტის ოკეანიდან წამოსული რამდენიმე ქარიშხალი.

აფრიკის დასავლეთით შექმნილი პირობები იმის მანიშნებელია, რომ ქარიშხალი ჩრდილოეთით გაჰყვება ატლანტის ოკეანეს. შესაბამისად,  შესაძლებელია, ამინდის ახალი სისტემა  ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ ჩამოყალიბდეს, რაც  მეტეოროლოგებს ურთულებს მომდევნო რამდენიმე კვირის პროგნოზის გაკეთებას.

ლა-ნინია ბუნებრივი კლიმატური მოვლენაა, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც ზღვის ზედაპირის ტემპერატურა ცენტრალურ და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში საშუალოზე დაბლა ეცემა. ეს   ელ-ნინიოს ფენომენის საპირისპირო მოვლენაა და მოქმედებს გლობალურ ამინდზე, მათ შორის ევროპაშიც.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ექსპერტები ამბობენ, რომ  60 პროცენტითაა შესაძლებელი, რომ ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით   ლა-ნინიას ფენომენი გაჩნდეს.  ამ ზამთარში  ზომიერი სიძლიერის მოვლენას ელიან, ფენომენი მომავალი წლის დასაწყისში შესუსტდება.

ლა-ნინიას შემდეგ, როგორც წესი, ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურაა ხოლმე დასავლეთ ევროპაში. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა დაიკლებს ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდში. ზოგადად,  კლიმატის ეს მოდელი ალპებში უფრო სველ და ცივ პირობებს იწვევს, რასაც, შესაძლოა, უფრო ხშირი და დიდი თოვლი მოჰყვეს.

ევროპის სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივზე ნაკლებ თოვლს ვარაუდობენ. თუმცა ეს არ ეხება  ჩრდილოეთით მდებარე ადგილებსა და ალპების ირგვლივ ცენტრალურ არეალს. ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა ჩვეულებრივზე უფრო მშრალია, სამხრეთ-დასავლეთი ევროპა კი ძირითადად ტენიანია.

მაგრამ რაც უფრო ვშორდებით წყნარი ოკეანის ეპიცენტრს, ლა-ნინიასა და ელ-ნინიოს ფენომენზე უფრო ადვილად მოქმედებს ადგილობრივი ამინდი. ეს კი ართულებს მათგან გამოწვეული შედეგების გათვალისწინებას ევროპაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend