4 ოქტომბერს კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალური გზის თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, პარლამენტის დეპუტატები, მთავრობისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი კობახიძემ სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ კახეთის მაგისტრალის პროექტს ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მანვე თქვა, რომ მაგისტრალის ყველა მონაკვეთის გახსნის შემდეგ თბილისიდან თელავში მგზავრობას 1:20 საათი დასჭირდება.
მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს: ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდასა და საგარეჯოს და დასახლებებში მოძრაობას ამარტივებს.
კახეთის ოთხზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის ჯამურად 85 კმ-იანი გზა უნდა აშენდეს.