მზიურის პარკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების სივრცე „კუბი კონტექსტში“ ფესტივალი „არტისტერიუმი 17“ მიმდინარეობს.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის თემა წელს სახელოვნებო განათლებაა. 10 ოქტომბრამდე ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ვორკშოფების და პერფორმანსების სერიები ჩატარდება, რომლის მიმართულებებია: სახვითი ხელოვნება, პერფორმანსი, ვიდეო, ხმა, ინსტალაცია, ტექსტი, მდგრადი ხელოვნების პრაქტიკა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “არტისტერიუმის” დამფუძნებელმა და კურატორმა, მაგდა გურულმა და “კუბი კონტექსტში” დამფუძნებელმა და კურატორმა, ანუკა ლომიძემ ისაუბრეს.