„აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა” – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის” ავრცელებს. იურისტების თქმით, ჟურნალისტს გადაადგილება და საუბარი უჭირს.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა, თბილისში იგი 3 აგვისტოს დააკავეს. დაკავებამდე ორი კვირით ადრე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს დატოვებას გეგმავდა, თუმცა მისი მეუღლე ამბობს, რომ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
ოთხ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისი მეუღლის თქმით, ბაქოში აფგან სადიგოვს სიკვდილი ემუქრება.