„ფან ფესტი“- ესაა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სპორტის ყველა ასაკის გულშემატკივრებს და რომლის მიზანი ფანებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაა.
ფესტივალი მოიცავს ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციას დიდ ეკრანზე, მუსიკალურ წარმოდგენებს, სპორტულ შეჯიბრებებს, გასართობ აქტივობებს, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას და ა.შ.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ფან ფესტის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ფუტურიძემ ისაუბრა.