მთავარიაზიალიბანიევროკავშირმა დამატებით 30 მილიონი ევრო გამოყო ლიბანის დასახმარებლად

ევროკავშირმა დამატებით 30 მილიონი ევრო გამოყო ლიბანის დასახმარებლად

„ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა ლიბანში, ისრაელის იერიშის შედეგად” – ინფორმაციას ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყანაში არსებული გაურკვეველი ჰუმანიტარული მდგომარეობა ისრაელის საჰაერო და სახმელეთო შეტევამ კიდევ უფრო გაამწვავა.

ევროკავშირმა ლიბანელი ხალხისთვის დამატებით 30 მილიონი ევრო გამოყო. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარეეს ლიბანსა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ახლო აღმოსავლეთში ომთან დაკავშირებით ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ისტორიული მიზეზების გამო გაგებით ეკიდებიან ისრაელის ქმედებებს და ეხმარებიან მას თავდაცვაში. თუმცა ასევე არიან ქვეყნები, მაგალითად, ესპანეთი, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდებს მსოფლიოსა და დიდ მხარდაჭერას ავლენს პალესტინელების მიმართ”, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში.

ბრიუსელში ამბობენ, რომ ევროკომისია ყველაფერს აკეთებს ახლო აღმოსავლეთში ცხელი წერტილებიდან, ევროკავშირის მოქალაქეების გამოსაყვანად.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმისათვის, რომ მზად ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის”, – ამბობს ნაბილა მასრალი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი.

ევროკავშირმა 2024 წელს ლიბანისთვის 100 მილიონ ევროზე მეტი გამოყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend