მთავარიმსოფლიოესპანეთისა და გერმანიის მოქალაქეები ლიბანს ტოვებენ

ესპანეთისა და გერმანიის მოქალაქეები ლიბანს ტოვებენ

ბეირუთზე საჰაერო თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ ქალაქში კვლავ ისმის აფეთქების ხმა. ისრაელი ლიბანის მოსახლეობას დედაქალაქისა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილის სხვა დასახლებების დატოვებისკენ მოუწოდებს, რაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაციამ „ჰეზბოლას” წინააღმდეგ შესაძლოა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.

ბეირუთი ისრაელის საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ლიბანი, 3 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Hassan Ammar

შექმნილი ვითარების ფონზე ლიბანს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ტოვებენ. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ლიბანში გაგზავნილი ორი თვითმფრინავიდან ერთი მადრიდის მიმართულებით უკვე გაფრინდა. სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე დაახლოებით 200 ადამიანია. ესპანეთის მთავრობა საკუთარო მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს და დახმარებას სთავაზობს მათ, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს. მეორე სამხედრო თვითმფრინავი ლიბანს სავარაუდოდ ხუთშაბათს დატოვებს. თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციისთვის კიდევ ერთი თვითმფრინავის გამოყოფას შეძლებენ. გაეროს სამშვიდობო მისიის ფარგლებში ესპანეთს ლიბანში 676 ჯარისკაცი ჰყავს. რობლესის განცხადებით, ჯარები ადგილზე იქამდე დარჩებიან, სანამ გაერო სხვაგვარ ბრძანებას არ გასცემს.

ლიბანს ტოვებენ გერმანიის მოქალაქეებიც. 130 მათგანი ოთხშაბათ ღამით ფრანკფურტში დაეშვა. საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების განცხადებით, „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი გერმანელების“ ლიბანიდან გასაყვანად გაგზავნილმა თვითმფრინავმა ლიბანში 5 ტონა დახმარება, მათ შორის უპირველესად, სამედიცინო აღჭურვილობა ჩაიტანა. მანამდე, 30 სექტემბერს, ბეირუთიდან ბერლინში 111 ადამიანი გაფრინდა, მათ შორის, იყვნენ გერმანელი დიპლომატების ოჯახებიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend