მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, გააძლიეროს უკრაინის თავდაცვა და მოიზიდოს უფრო მეტი დახმარება

ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, გააძლიეროს უკრაინის თავდაცვა და მოიზიდოს უფრო მეტი დახმარება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, მოიზიდოს დამატებითი უცხოური სამხედრო ინვესტიცია და საერთაშორისო დახმარება.

ზელენსკი 2 ოქტომბერს, თავდაცვის ინდუსტრიების საერთაშორისო ფორუმზე, შეიარაღების მწარმოებელი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. მათ თანამშრომლობის გაღრმავებისა და უკრაინის თავდაცვის სექტორის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

ზელენსკი ასევე შეხვდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორს სამანტა პაუერს და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მომავალი ზამთრის ფონზე  აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა განიხილეს იმ პროექტების განხორციელების საკითხი, რომლებიც უკრაინის ენერგოქსელის გაძლიერებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, თავდაცვის სისტემების გაძლიერებასა და ასევე სკოლებში თავშესაფრების მშენებლობას ისახავს მიზნად.  ამის შესახებ მან თავის ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ზამთრის მოახლოების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია დაჩქარდეს ყველა პროექტის განხორციელება, იქნება ეს დამცავი ენერგეტიკული თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების პროექტები  სკოლებისა და  საავადმყოფოებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა „შაჰედის“ დრონების განეიტრალების  აუცილებლობაზე. მისი თქმით,  რუსეთი პირველ ოქტომბერს ირანული დრონების გამოყენებით თავს დაესხა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend