მთავარიევროპაუკრაინარა არის ის „ყველაფრის ფასი” რითიც რუსეთმა ვუჰლედარი დაიკავა?

რა არის ის „ყველაფრის ფასი” რითიც რუსეთმა ვუჰლედარი დაიკავა?

უკრაინის მცველებმა ვუჰლედარი დატოვეს…

ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში რუსეთის აგრესიას უკრაინელები 2 წელზე მეტხანს ებრძოდნენ, თუმცა 2 ოქტომბერს ვუჰლედარი დაეცა.

ქალაქის დატოვების შესახებ ბრძანება უკრაინის უმაღლესმა სარდლობამ გასცა. „გამოგვყავს ჯარები, რათა დავიცვათ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა”, – დაწერა სამხედრო-ოპერატიულმა დანაყოფმა „ხორტიცამ“ ოფიციალურ Telegram არხზე.

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანებული შენობა და მანქანა, ვუჰლედარი Copyright AP Photo/Evgeniy Maloletka

„ხანგრძლივი სამხედრო შეტაკებებისას მრავალრიცხოვანი დანაკარგების მიუხედავად, მოწინააღმდეგემ მაინც შეძლო ვუჰლედარის აღება. ოკუპანტებმა ქალაქი „ყველაფრის ფასად” აიღეს. ეს შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ფლანგიდან შეტევით, რამაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები შეასუსტა. ამის შედეგად, ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე გაჩნდა. უმაღლესი სარდლობის მიერ გაცემულია ბრძანება ვუჰლედარიდან უკრაინული დანაყოფების გაყვანის თაობაზე, რათა შენარჩუნებული იყოს პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა. ბრძანება ასევე მოიცავს პოზიციების შეცვლას სამომავლო ქმედებების დასაგეგმად“, – წერს უკრაინული ოპერატიულ-სამხედრო დანაყოფი „ხორტიცა“ Telegram არხზე.

ვუჰლედარი რუსეთის ჯართან მძიმე ბრძოლის შემდეგ Copyright AP Photo/Libkos

ამ კადრებში კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია ახლა ქალაქში.

ვუჰლედარის მოსახლეობა, რომელიც ომამდე 14 000 იყო, ბრძოლის შედეგად 100-მდე შემცირდა.

ახლა ქალაქის ადმინისტრაციულ შენობებზე რუსული დროშები ფრიალებს. თუმცა მოსკოვმა ეს შედეგი როგორც უკრაინაში ამბობენ, „ყველაფრის ფასად” მიიღო.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” შეფასებით, მოსკოვის მიერ ვუჰლედარის დაკავებას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყვება, რადგან ქალაქი სტრატეგიული მნიშვნელობისა არ არის.

მოსკოვის მთავარ სამიზნედ რჩება ქალაქი პოკროვკსი, რომელიც ვუჰლედარიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend