მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა და მისი მოკავშირეები უსაფრთხოების ახალ, 27-ე ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

უკრაინა და მისი მოკავშირეები უსაფრთხოების ახალ, 27-ე ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

რუსეთი აძლიერებს შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაზე. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები უსაფრთხოების ახალ, რიგით 27-ე  ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, როდესაც გერმანიაში, კერძოდ, რამშტაინში შეიკრიბებიან.

ზელენსკი, დამატებითი ფინანსური და სამხედრო დახმარების მოპოვების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატებში ჩავიდა და  საპრეზიდენტო კანდიდატებს ქვეყნის გამარჯვების გეგმა გააცნო.  მათ რამდენიმე ძირითადი თემა განიხილეს, მათ შორის იყო ბრიგადების დაკომპლექტებისა და ასევე უკრაინის მებრძოლებისთვის იარაღისა თუ აღჭურვილობის შესყიდვისა და მიწოდების საკითხები.

ბოლო რამდენიმე დღეა,  რუსეთის არმია უკრაინელ სამხედროებს აიძულებს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილებში უკან დაიხიონ. სუმისა და ხერსონის რეგიონებზე რუსეთის თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

ხერსონში ერთი მოქალაქე დაიღუპა.  დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს ის ზიანი, რომელიც აღმოსავლეთით დასახლება ვუჰლედარს მიადგა, სადაც უკრაინელი სამხედროები დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რამშტაინის შეხვედრაზე იმსჯელებენ, როგორ  გააძლიერონ რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend