საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიმართავს საზღვარგარეთ მყოფ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ ამომრჩეველთა სიაში.
სახალხო დამცველის განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია ამ უფლების უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა. სახალხო დამცველმა მოუწოდა ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა.
ომბუდსმენის განცხადებით, საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს, რომ თუ საარჩევნო სიაში მათი მონაცემები არ აღმოჩნდა, ან რაიმე სხვა ფორმით ირღვევა მათი უფლებები, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს.