ახალი პროექტი, რომელსაც ნაწილობრივ ევროკომისია აფინანსებს, მიზნად ისახავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებას
საბერძნეთის ქალაქ ალექსანდრუპოლისში ამოქმედდა თხევადი ბუნებრივი აირის პროექტი, რომელშიც ევროკომისიაც არის ჩართული, პროექტის მიზანი რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებაა.
პროექტის ფარგლებში გამოყენებულია საწვავის მცურავი ავზი, სპეციალური გადამამუშავებელი ბლოკი, რომელიც თხევად ბუნებრივ აირს (LNG) ისევ აირად აქცევს და მილსადენი.
ის ასევე მოიცავს წყალქვეშა და სახმელეთო მილსადენების სისტემას, რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი აირი არამარტო საბერძნეთში შედის, არამედ ბულგარეთში, რუმინეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში, აღმოსავლეთით მოლდოვაში, უკრაინასა და დასავლეთით უნგრეთსა და სლოვაკეთში.
ევროკომისიამ, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში 157 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია დაამტკიცა.
როგორც ვარაუდობენ, პროექტი ადგილობრივ ეკონომიკას CO2-ის ემისიებისა და ნავთობისა თუ ნახშირის ჩანაცვლების თვალსაზრისით 382 მილიონი ევროს ღირებულების სარგებელს მოუტანს.
უნგრეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საბერძნეთს ამჟამად დაახლოებით 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდება“, – აცხადებს, საბერძნეთის ბუნებრივი აირის ოპერატორი კომპანიის დირექტორი მარია რიტა გალი.
მისივე თქმით, მომავალი წლისთვის საბერძნეთს 8,5 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის ექსპორტის შესაძლებლობა ექნება.
ახალი მილსადენი ერთგვარი კარიბჭეა, რომ თხევადი ბუნებრივი აირი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სხვა ნაწილებშიც გავიდეს. ამ ტერიტორიას ჯერ ისევ რუსული ბუნებრივი აირით უზრუნველყოფენ.