კონკურსი “SOS Plastic” კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის- CENN-ის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს პლასტმასას მოხმარების შემცირების მიზნით სკოლების მიერ სხვადასხვა აქტივობის ინიცირებას.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერმა ლელა აქიაშვილმა და ქალაქ გორის ვაჟა-ფშაველას სახელობის მე-9 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა და ეკო-კლუბის ხელმძღვანელმა ლელა ბედოშვილმა ისაუბრეს.