მთავარიევროპაუკრაინარუსულმა ძალებმა გასულ უქმეებზე უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა გასულ უქმეებზე უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე იერიში მიიტანეს

გასულ უქმეებზე რუსმა სამხედროებმა პლანირებადი ბომბებით 13-ჯერ მიიტანეს იერიში უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე.  ბომბი ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა.

დაშავებულია 16 ადამიანი.  ქალაქის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილები.

რუსებმა  უკრაინის ქალაქ სუმის საავადმყოფოზეც მიიტანეს იერიში.  დაღუპულთა რაოდენობა 10-ამდე გაიზარდა.

დაშავებულია 22 მოქალაქე. გავრცელებული ცნობებით, რუსებმა საავადმყოფოს ორჯერ დაარტყეს. მოქალაქეების უმრავლესობა მეორე იერიშის დროს დაიღუპა. ამ დროს შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ მათ ქვეყნის თავზე 125 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს, რის შედეგადაც ტყის ხანძრის ერთი კერა გაჩნდა, ცეცხლი ასევე მოედო ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს. დაღუპულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend