მთავარიმსოფლიოპუტინმა ოკუპირებული უკრაინის რეგიონებს რუსეთთან ინტეგრაციის დღე მიულოცა

პუტინმა ოკუპირებული უკრაინის რეგიონებს რუსეთთან ინტეგრაციის დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. რუსეთთან ინტეგრაციის დღე მიულოცა უკრაინისთვის წართმეულ ოთხ რეგიონს. პუტინმა მიმართვაში აღნიშნა, რომ თანამემამულეებს არასდროს დატოვებენ მარტოს.

კრემლის მმართველი მისალოც ტექსტში კიდევ ერთხელ ეცადა, გაემართლებინა ფართო მასშტაბიანი აგრესია უკრაინაში, რასაც მოსკოვი სამხედრო ოპერაციას უწოდებს. მისი თქმით, 2014 წლიდან უკრაინაში რადიკალური ნაციზმი იკიდებდა ფეხს, აღძრავდნენ მტრობას ყველანაირი რუსულის მიმართ, აწვდიდნენ უკრაინას დიდძალ შეიარაღებას რუსეთის წინააღმდეგ და ამის შემდეგ, როგორც პუტინი აცხადებს, გამოსავალი მხოლოდ სამხედრო ოპერაციის ჩატარება იყო.

„ვცდილობდით, მშვიდობიანად მოგვეგვარებინა ეს კონფლიქტი და თქვენ იცით, როგორ დასრულდა ეს მოლაპარაკებები. ტყუილი, გაყალბება და მოტყუება დასავლური ელიტის მხრიდან, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში უკრაინა თავიანთ კოლონიად, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო პლაცდარმად აქციეს. არა მხოლოდ დონბასი, არამედ ყირიმი და სხვა რუსული რეგიონები სამიზნეები იყო. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ სრულად დაადასტურა სპეციალური სამხედრო ოპერაციის აუცილებლობა და მართებულობა, ასევე ამ ოპერაციის ჭეშმარიტად განმათავისუფლებელი ბუნება. დღეს ერთად ვიცავთ უსაფრთხო მომავალს ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ვიცავთ ჩვენი წინაპრების მიღწევებსა და გამარჯვებებს.ეს გრძნობა ძალას აძლევს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს, ისინი იბრძვიან დონბასში, ნოვორისიაში, იცავენ კურსკის, ბელგოროდისა და ბლიანსკის საზღვრებს“, – ამბობს პუტინი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend