ვლადიმერ პუტინი ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს.
ასლან ბჟანიასადმი მიწერილ წერილში პუტინი ამბობს, რომ რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობები „წარმატებით ვითარდება სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით”.
პუტინი ასევე გამოთქვამს იმედს, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაფართოვდება. მისივე თქმით, რუსეთი გააგრძელებს დახმარებას, რათა აფხაზეთმა მოაგვაროს „სახელმწიფო“ პრობლემები.
ოკუპირებულ აფხაზეთს ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა და ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ.