მთავარისაქართველო„პროტესტი ლიტერატურასა და მის მიღმა”

„პროტესტი ლიტერატურასა და მის მიღმა”

„მოძრაობის თეატრში“ დღეს თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. წლევანდელი ფესტივალის თემა „პროტესტი ლიტერატურაში და მის მიღმა“ იყო და ლიტერატურული საღამოები ოთხი დღე გრძელდებოდა. ამ დღეების განმავლობაში ეწყობოდა პანელური დისკუსიები, წიგნების პრეზენტაციები და პოეზიის საღამოები. ფესტივალზე მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ ავტორებსა და გამომცემლებს, როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს ლიტერატურის ფესტივალის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მას „მწერალთა სახლმა“ არ უმასპინძლა.

ლიტერატურის ფესტივალის ერთ-ერთ შეხვედრას ერქვა „საბჭოთა წარსულის აჩრდილი“, სადაც ამავე თემატიკის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს გააცნეს მწერლის ლაშა ბუღაძის წიგნი „საქართველო სტალინის წინააღმდეგ“ და ამერიკელი ისტორიკოსის, კლერ კაიზერის „ქართველი და საბჭოთა“. პრეზენტაციისას ავტორებმა ისაუბრეს იოსებ სტალინის როლზე საქართველოს ისტორიაში და ასევე იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა საბჭოთა რეჟიმმა ქართველ ხალხზე.

„წიგნში აღვწერ იმას, თუ რა გავლენა ჰქონდა საბჭოთა რეჟიმს საქართველოზე. უფრო კონკრეტულად კი, რა მნიშვნელობა იქონია საბჭოთა კავშირმა ქართველი ერის ჩამოყალიბებაში. ნაშრომი მხოლოდ ადრეულ საბჭოთა პერიოდს არ მოიცავს, რადგან ეს პერიოდი ისტორიაში ისედაც კარგად არის გამოკვლეული. უფრო მეტ ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ატარებდა დესტალინიზაცია საბჭოთა მოქალაქეების შემდგომი თაობებისთვის”, – ამბობს ისტორიკოსი კლერ კაიზერი.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი 27 სექტემბერს გაიხსნა. დასკვნითი საღამო კი „მოძრაობის თეატრში“ გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend