მთავარიაზიაისრაელიისრაელმა ჰუსიტების საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ჰუსიტების საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე იერიში მიიტანა

ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ მათმა ავიაციამ იერიში მიიტანა ჰუსიტების სამიზნეებზე იემენში. ისინი თავს დაესხნენ ელექტრასადგურებსა და საღვაო ინფრასტრუქტურას ქალაქ ჰოდეიდაში.

ჰუსიტების მიერ მართულ მედიაში ამბობენ, რომ დაიღუპა ოთხი ადამიანი, 33 კი დაიჭრა.

თელ-ავივში სამხედროებთან  შეხვედრის დროს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მათი იერიში წარმატებული იყო.  მისი თქმით, მათ არ აქვთ ომის სხვა ტერიტორიაზე გავრცელებისა და დამატებითი ფრონტის ხაზის გაჩენის ინტერესი, თუმცა დაიმუქრა, რომ თუკი ვინმე თავს დაესხმება ისრაელს, როგორც ეს ჰუსიტებმა რაკეტებითა და დრონებით გააკეთეს, მაშინ ისინიც შესაბამისად მოიქცევიან.

ამავდროულად, ლიბანში 24 ადამიანი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად. თავდასხმა ქალაქ სიდონთან ახლო მოხდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილია 29 მოქალაქე.

ღაზაში ომი დაწყებიდან „ჰეზბოლა“ და ისრაელი ერთმანეთს ავიაირიშებით პასუხობენ, რამაც საზღვრის ორივე მხარეს ათასობით ადამიანის ევაკუაცია გამოივწია.

ჟურნალისტებთან საუბრისას რომის პაპმა ფრანცისკემ ღაზასა და ლიბანზე ისრაელის დარტყმები ამორალურ ქმედებად შეაფასა და განაცხადა, რომ თავდაცვა ყოველთვის უნდა იყოს შეტევის პროპორციული. როდესაც ასე არ ხდება, ჩნდება დომინირების ტენდენცია, რომელიც სცილდება მორალს.

გასულ კვირას, განსაკუთრებით „ჰეზბოლას“ ლიდერის  მკვლელობის შემდეგ,  გაძლიერდა იერიში ლიბანის სიღრმეში. როგორც ცნობილია, ჰასან ნასრალა პარასკევს დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში ისრაელის დარტყმას ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend