მთავარისაქართველოდაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

ლისის ტბაზე დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერი საქველმოქმედო გარბენი გაიმართა. მარათონს, რომელიც უკვე მეორე წელია იმართება “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა “თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციასთან,” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებთან ერთად უმასპინძლა.

გარბენი ეძღვნება ქართველ სამხედროებსა და ვეტერანებს და მიზნად ისახავს დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერას.

საქველმოქმედო გარბენის შედეგად შეგროვებული თანხები მთლიანად გადაირიცხა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.

საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობენ საქართველოს თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეები და დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები. მარათონს ასევე შეუერთდნენ თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპორტსმენები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები. წელს საქველმოქმედო გარბენის მონაწილეებმა სამი სხვადასხვა დისტანცია დაფარეს: 3 კილომეტრიანი სახალისო გარბენი და ორი-5 და 13 კმ-იანი საშეჯიბრო დისტანცია.

„მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია იმ ხალხის გამო, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. ქართველი დაჭრილი მებრძოლები შესანიშნავი ხალხია. ისინი საქართველოს გმირები არიან და დაფასებას იმსახურებენ. თუმცა, ყველაფერზე მეტად კი ისინი მხარდაჭერას იმსახურებენ. ასეთი ღონისძიებების ყოველწლიური მასპინძლობა მნიშვნელოვანია, რადგან ის საზოგადოებას დაჭრილი მებრძოლების შესახებ და მათი მხარდაჭერის აუცილებლობას ახსენებს. ასევე მათი ოჯახები, რომელთა დაფასებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ქართველი დაჭრილი მებრძოლის უკან არის ქართული ოჯახი.

მარათონს მეორედ ვატარებთ, ის ყოველწლიური მოვლენა გახდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. ყველას ეცოდინება, რომ ის მომავალ წელსაც დაბრუნდება. ახლა უფრო მეტი მონაწილეა, მასზე საუბრობს საზოგადოებაც, შესანიშნავი სპონსორები გვყავს, როგორიცაა ლისი დეველოპმენტი, შერატონი და რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი”, რომელიც შეუდარებელ საქმიანობას ეწევა”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა, რეტ კრისტენსენმა.

„ჩვენს ქვეყნებშიც საკმაოდ ხშირად ვმართავთ მსგავს ღონისძიებებს. და ჩვენ გვინდოდა რამე გაგვეკეთებინა, რათა დავხმარებოდით ჩვენს დაჭრილ მეომრებს. აქედან გამომდინარე ამ სახით ყველაზე მარტივად მოგვეჩვენა, რადგან ვიცით თვითონ იდეის არსი, ვიცით როგორ უნდა გავუწიოთ მსგავს ღონისძიებებს ორგანიზება, რადგან ბევრი მსგავსი რამ გაგვიკეთებია. ხოლო წინა წელს პირველად ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა გვეცადა, გაგვეზიარებინა  კონცეპტი და შეგვეხედა როგორ ჩაივლიდა ეს ყველაფერი, რამაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. აქედან გამომდინარე წელს უკვე მეორედ იმართება და კიდევ უფრო მეტად პოპულარულია. ეს არის ძალიან კარგი საშუალება რომ ყველა, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ოჯახებთან ერთად გარეთ გამოვიდეს, კარგი დრო გაატაროს და რაც მთავარია თანხა შეგროვდეს დაჭრილი მეომრებისთვის. ასე, რომ ეს ბედნიერი დღეა ყველასთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხდება თანხის მნიშვნელოვანი მიზნებისთვის მოგროვება.  სამხედროებისთვის კი, როგორც ჩემთვის ისე ჩემი კოლეგებისთვის, რომლებიც საორგანიზაციო გუნდში არიან კარგად გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ვეტერანებს განსაკუთრებით მათ ვინც საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრნენ”, – განაცხადა საქართველოში ბრიტანეთის თავდაცვის ატაშეს მოადგილემ, ჯო როემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend