მთავარიამერიკააშშაშშ-ში განსაკუთრებულად დიდი ფერმების გაუქმებას გეგმავენ

აშშ-ში განსაკუთრებულად დიდი ფერმების გაუქმებას გეგმავენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობენ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ეტაპობრივად უნდა გაუქმდეს ის ფერმები, სადაც ცხოველების განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა.

ეს ინიციატივა სონომას ოლქში დაიწყო, სადაც მოსახლეობა კენჭისყრის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ინიციატივის სახელია

ქეისი კინგი ესაუბრება კოლეჯის სტუდენტს Measure J-ის შესახებ Copyright AP Photo/Godofredo A. Vasquez

 და მისი მიზანია, ცხოველებისათვის უკეთესი პირობების შექმნა ფერმებში.

„ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორია იმ ცხოველების ყოფა, რომლებსაც არ უნახავთ ცის ფერი და არც ნიავი უგრძნიათ. მათი მდგომარეობის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შემიძლია ამ ვითარების შეცვლა“, – ამბობს კრისტინა გარფინკელი.

კრისტინა გარფინკელი განსაკუთრებულად დიდი ფერმების მოწინააღმდეგე კოალიციის წარმომადგენელია. ის ამბობს, რომ ფერმერებს უნდა მიეცეთ დრო, რათა ცხოველების რაოდენობის შემცირება შეძლონ. ამგვარი მეურნეობა ოლქში 21-ია.

პროექტის მოწინააღმდეგეთა აზრით, ცვლილება დააზარალებს ფრინველის მეურნეობებსა და რძის ქარხნების მუშაობას.

ფერმერები კი ამბობენ, რომ ე.წ. Measure J ცხოველური პროდუქტების ფასების გაზრდას გამოიწვევს და ამას თითოეული მოქალაქე იგრძნობს. ისინი ასევე საუბრობენ უმუშევრობის სტატისტიკის შესაძლო ზრდაზე.

ვებერის საოჯახო ფერმა Copyright AP Photo/Haven Daley

„კალიფორნიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტიდან ხშირად მოდიან და ამოწმებენ ჩვენს ფერმასა და ადგილებს, სადაც პროდუქტებს ვყიდით. ფერმაში ჩვენს ცხოველებს ვიცავთ… ეს ცვლილება ვეგანი აქტივისტების იდეაა. მათ სურთ, რომ ამ ქვეყანაში ყველა ვეგანურად ცხოვრობდეს, ფერმერების ბიზნესი კი სონომას ოლქში განადგურდეს“, – ამბობს მაიკ ვებერი, ვებერის საოჯახო ფერმის მფლობელი.

ე.წ. Measure J ცხოველთა დამცველების აზრით, აუცილებელი ცვლილებაა, რომელიც ფერმების ბინადრებისთვის უფრო ჯანსაღ გარემოს შექმნის, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ფერმერებთან ერთად უკვე რამდენიმე დღეა, მოსალოდნელ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend