მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიალექსანდრე ბერულავას პრემია

ალექსანდრე ბერულავას პრემია

ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს.

ალექსანდრე საშა ბერულავა გახლდათ ქართველი ჟურნალისტი, მწერალი, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურისა და სამხედრო პრესცენტრის უფროსი. იგი აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს.
საშა ბერულავას სახელობის პრემიის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა, ეკა წივწივაძემ და ალექსანდრე ბერულავას დამ, ინა ბერულავამ ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend