სოხუმის დაცემიდან 31 წლის შემდეგ აფხაზეთზე საუბრობს ახალი თაობა, ისინი, ვისაც ეს ომი არ უნახავს…
ევრონიუს ჯორჯიას რეპორტაჟის გმირი 20 წლის თამარ ოყუჯავაა… გოგონა გალიდან. ომი არ უნახავს, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ გალს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, რადგან ეს რაიონი არის ხიდი, რომელიც ორივე მხარისთვის დამაკავშირებელი იქნება.
გალში მცხოვრებლები დიდი წნეხისა და საფრთხის გამო ხშირად ღიად ვერ საუბრობენ აფხაზეთზე, ოკუპაციასა და შერიგებაზე. თამარი კი ამბობს, რომ ამ რაიონში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.