თბილისის ქუჩებში სახელდახელო გამოკითხვისას ვიკითხეთ, ვის როგორ ახსოვს 27 სექტემბერი, როგორ და რა ვითარებაში შეიტყვეს სოხუმის დაცემის ეს ამბავი და თუ ახსოვთ, რა რეაქცია ჰქონდათ ამ მძიმე ამბის გაგებისას.
ჩვენს რესპონდენტებს შორის აღმოჩნდა ისეთი ხალხიც, ვინც აფხაზეთის ომის საშინელება საკუთარ თავზე გამოცადა, ვინც ამ ომის შედეგად ახლობლები დაკარგა და სახლ-კარის მიტოვება მოუწია, ვინც საკუთარი სამშობლოში დევნილად იქცა.