„ქართული ოცნების“ ახალ წინასაარჩევნო „ბილბორდებს: საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბანერებზე არსებული წარწერები და გამოსახულებები ქართული კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენისთვის შეურაცხმყოფელია.
ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით დღეს მმართველი პოლიტიკური პარტიის ახალი პლაკატები გამოჩნდა. მათზე ერთ მხარეს გამოსახულია რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინული ეკლესია წარწერით „არა ომს“, ხოლო მეორე მხარეს სამების საკათედრო ტაძარი წარწერით – „აირჩიე მშვიდობა“.
კიდევ ერთ ბანერზე კი ამავე წარწერებით ცალ მხარეს ჩანს რუსეთის მიერ 2022 წელს დაბომბილი მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ათასობით ადამიანი აფარებდა, ხოლო მეორე მხარეს ჩანს სენაკის თეატრის შენობა.