მთავარიაზიალიბანისაფრანგეთი და აშშ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 21-დღიანი  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობენ

საფრანგეთი და აშშ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 21-დღიანი  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობენ

საფრანგეთი და შეერთებული შტატები გეგმავენ, წარადგინონ შეთავაზება ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რათა გაჩნდეს მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 21 დღით ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო – Richard Drew/Copyright 2024 The AP. All rights reserved

მათ იმედი აქვთ, რომ ორივე მხარე დაყოვნების გარეშე მიიღებს ამ წინადადებას, რათა დაცული იყოს მშვიდობიანი მოსახლეობა და გაჩნდეს პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრის შესაძლებლობა.

მსოფლიო საზოგადოება შიშობს, რომ ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლ ჯგუფს  შორის ვითარება უფრო გამწვავდება, რაც ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო, სრულმასშტაბიან ომის დაწყების საფრთხეს შექმნის.

25 სექტემბერს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა  განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად არის ჩართული, რომ  ლიბანში ვითარება არ გაუარესდეს. ისინი ასევე მუშაობენ, რათა შედგეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს უამრავ სარგებელს მოუტანს.

შეერთებულ შტატებში იმედი აქვთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა რეგიონში გრძელვადიან სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

ისრაელის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც არ გაამხილა თავისი ვინაობა,  განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზადყოფნას გამოთქვამს, დათანხმდეს შეთავაზებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი შეთანხმებაში ისრაელის მოქალაქეების სახლში დაბრუნება იქნება გათვალისწინებული.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ უკვე დაუჭირა მხარი საფრანგეთისა და შეერთებული შტატების გეგმას და გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, უზრუნველყოს ისრაელის ძალების გასვლა  ლიბანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend