მთავარიაზიალიბანიისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში 100-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში 100-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში

ისრაელის სამხედროები ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ, განაცხადა.

,,თქვენ შეხვალთ, გაანადგურებთ მტერს იქ და  მათ ინფრასტრუქტურას. ეს  მოგვცემს საშუალებას, მოგვიანებით უსაფრთხოდ დავბრუნდეთ ჩრდილოეთში“,- განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა ჰერცი ჰაველიმ.

ისრაელის არმიაში ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ,,ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ათობით ჭურვი ისროლა, მათ შორის თელ-ავივისკენ.

ისრაელის თავდაცვის სისტემამ „ჰეზბოლას“ მებრძოლთა შეტევის მოგერიება შეძლო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ  განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ბრძოლას ლიბანში ,,ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, სანამ ჩრდილოეთ ისრაელის დევნილი მოსახლეობა არ დაბრუნდება სახლში.

,,ჰეზბოლას“ ისეთ დარტყმებს ვაყენებთ, როგორსაც ვერც წარმოიდგენდნენ; ერთ რამეს გპირდებით: არ გავჩერდებით, სანამ ისინი სახლში არ დაბრუნდებიან“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში  ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო სამი დღის განმავლობაში 615 ადამიანი დაიღუპა.

ორშაბათიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 90 000-ამდე  გაიზარდა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა  ჯოზეფ ბორელმა,  გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელ ესკალაციაზე ისაუბრა და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend