მთავარიევროპაუკრაინააზოვის ბატალიონის მებრძოლები სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას გადიან

აზოვის ბატალიონის მებრძოლები სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას გადიან

აზოვის ბრიგადის ჯარისკაცები  დონეცკის რეგიონში, რუსული ჯარების შესაჩერებლად დაუღალავად იბრძოდნენ. მათ ფრონტზე 11 დღე გაატარეს. რამდენიმე მათგანმა ბრძოლის დროს დაზიანებები მიიღო.

ბრძოლის ინტენსივობის გამო სამხედროების ერთი ჯგუფი იძულებული გახდა,  გადასულიყო ახლომდებარე  სარეაბილიტაციო პუნქტში, სადაც დაშავებულ ჯარისკაცებს მედიკოსები მკურნალობენ.

აზოვის ბრიგადა უკრაინის ყველაზე ეფექტურ და პოპულარულ საბრძოლო შენაერთებს შორისაა.

მებრძოლები ამბობენ, რომ ტორეცკი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია – თუ რუსები დაიბრუნებენ მასზე კონტროლს,  ეს მათ საშუალებას მისცემს, წინ წავიდნენ კოსტიანტინევკისა და პოკროვსკისკენ.

ამ დროისთვის უკრაინული ძალები რჩებიან რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსების იერიშებთან უწევთ გამკლავება.

,, რუსები ~ დილის 7 საათიდან საღამოს 5 საათამდე გვიტევდნენ ინტენსიურად. დრონები და მოიერიშე თვითმფრინავები მუდმივად არიან ჩართული საბრძოლო მანევრებში. თუ ისინი ისვენებენ, ან სამხედრო შენაერთები ენაცვლებიან ერთმანეთს, ჩვენი მიმართულებით ნაღმმტყორცნებს ისვრიან“ – აცხადებს აზოვის მებრძოლი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო  ლიდერებს მოუწოდა, რუსეთთან ორწლიანი ომის შემდეგ დადგნენ უკრაინის გვერდით და დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა.

მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ მშვიდობის ფორმულას  ალტერნატივა არ აქვს.  მან ორი წლის წინ წარადგინა ეს ფორმულა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინიდან რუსული ძალების განდევნას, პასუხისმგებლობის დაკისრებას ომის დანაშაულზე, სამხედრო ტყვეებისა და დეპორტირებულების გათავისუფლებას, ასევე ბირთვულ,  ენერგეტიკულ თუ სასურსათო უსაფრთხოებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend