მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი აფრთხილებს მსოფლიოს, რომ რუსეთმა შესაძლოა ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს

ზელენსკი აფრთხილებს მსოფლიოს, რომ რუსეთმა შესაძლოა ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართა. მან საკუთარი გამოსვლისას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 2022 წლის მარტში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა გაიხსენა და მსოფლიოს ლიდერებს შეახსენა, რომ ბირთვული ობიექტის აგრესორის ხელში დარჩენა საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის წარმოადგენს. გამოსვლისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმდინარე წლის ივლისში უკრაინის ბირთვული დაწესებულებების უსაფრთხოების შესახებ მიღებული რეზოლუციისთვისაც.

„მინდა გესაუბროთ დღეზე, რომელმაც უკვე ჩაიარა და დღეზე, რომელიც არასდროს უნდა დადგეს. 2022 წლის 4 მარტის ღამეს მივიღე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ცნობა. ეს ცნობა ეხებოდა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ტანკების პირდაპირ შეტევას. ეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იყო – ყველაზე დიდი ევროპის კონტინენტზე. რუსული ჯარი ისევე სასტიკად შეიჭრა იქ, როგორც ნებისმიერ სხვა ადგილზე ამ ომის მიმდინარეობისას. ეს მათ გააკეთეს შედეგებზე ფიქრის გარეშე. შედეგები კი შესაძლოა კატასტროფულიც ყოფილიყო. ეს ომის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი მომენტი იყო. ამ დროს არავინ იცოდა, როგორ შეიძლებოდა დასრულებულიყო რუსეთის ეს თავდასხმა. მომხდარმა ყველას შეახსენა უკრაინაში, თუ რას ნიშნავს ჩერნობილი. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამ დროისთვის, სამწუხაროდ, რუსული ძალების მიერ ოკუპირებულად რჩება და ის ატომური ინციდენტის საფრთხის ქვეშაა.

ეს არის რადიაციის წყარო მთელ ევროპაში. შესაძლოა, მთელ მსოფლიოშიც კი. ამიტომაც, „მშვიდობის ფორმულაში“, რომელიც მე წარმოვადგინე, პირველი პუნქტი ატომურ უსაფრთხოებას ეხება. უკრაინაში ზუსტად ვიცით, თუ რასთან გვაქვს საქმე და მინდა გენერალური ასამბლეის წევრებს მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ წელს ივლისში მიიღეთ რეზოლუცია უკრაინაში ბირთვული დაწესებულებების უსაფრთხოების შესახებ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend