მთავარიმსოფლიოკავკასიათურქეთის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ლიდერებმა განიხილეს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხი და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი.

შეხვედრის შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია. ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარებას და ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობის ჩამოყალიბებას.

თურქეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend