მთავარიგადაცემებიWater Mattersკარსტული მღვიმეების გვალვა კუნძულ სიცილიის ისტორიას ხელახლა წერს

კარსტული მღვიმეების გვალვა კუნძულ სიცილიის ისტორიას ხელახლა წერს

სიცილია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე გვალვის წინაშე დგას.  კატანიის უნივერსიტეტში მეცნიერები იკვლევენ, თუ როგორ გაუმკლავდნენ გვალვას უკეთ სოფლის მეურნეობაში და როგორ მიიტანონ მეცნიერული ცოდნა ფერმერებამდე.

სიცილიის წყალქვეშა მარაგი კრიტიკულ ზღვარზე დავიდა. ჩვენ კატანიაში ჩავედით, სადაც მეცნიერებმა წყლის გადარჩენის მისია იკისრეს.

“სიცილიელები წყალს ფაქტობრივად მთლიანად მიწისქვეშა წყლებიდან იღებენ“, – გვიხსნის პროფესორი სანდრო პრივიტერა.

euronews
euronews

კატანიის უნივერსიტეტის გეოლოგი, როდესაც კატანიის დაბლობზე მდებარე უამრავი კარსტული მღვიმიდან ერთ-ერთში შევდივართ.

სიგრილისა და სინესტის მიუხედავად, ამ მღვიმეების კლდოვანი ზედაპირი მშრალია და მეცნიერები ღელავენ.

“აქ კარგად ვხედავთ დეჰიდრაციის შედეგს, რომელსაც წყლის დეფიციტი იწვევს. მთელი ეს ზედაპირი გამჭვირვალე და ლაპლაპა უნდა იყოს. როგორც წესი, კლდე უნდა პრიალებდეს, აქ კი ასე არ არის“,- ამბობს პროფესორი.

“კირქვის კლდე წყლის დიდი რეზერვუარის მსგავსად მუშაობს. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წვიმს,“ – განმარტავს  ფაბიო მორეალე, Natural Sicula-ის გიდი. „მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, რადგან ბოლო რამდენიმე წელია ნალექების რაოდენობამ სავალალოდ იკლო“.

euronews

ცოტა შორს ნაკადული მოჩქეფს კლდიდან. დღეს იგი სიცოცხლით სავსეა, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ასე?

„წყალს ოქროს ფასი აქვს არა მხოლოდ სიცილიისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მისი შენარჩუნება და დაზოგვა“, – ამბობს სანდრო პრივიტერა.

euronews

კატანიის უნივერსიტეტში ცდილობენ,  რომ ნიადაგს ახალი სიცოცხლე ხეების დარგვით შთაბერონ, რათა ნიადაგმა შეძლოს ნალექის უკეთ შენარჩუნება, როცა გაწვიმდება.

euronews

მთელი უნივერსიტეტი ცდილობს, კიდევ სხვა გამოსავალი იპოვოს. კატანიის უნივერსიტეტი „ევროპის მწვანე კვირის“ პარტნიორია. სწორედ ის აწყობს ზაფხულობით სხვადასხვა ღონისძიებას. წელს წამყვანი თემა წყლის შენარჩუნებაა. ღონისძიებები, როგორც წესი, ეწყობა როგორც უნივერსიტეტის მუზეუმში, ისე საველე პირობებში, რათა მისი მნიშვნელობა წარმოაჩინონ.

კატანიის დაბლობზე, რომელიც სიცილიის მთავარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია, ახლა საგანგებო მდგომარეობაა. ეს მეცნიერები აწყობენ კამპანიას, რათა მოსარწყავად მეორეულად გადამუშავებული წყალი გამოიყენონ.

euronews

“დასაფიქრებელია ის, რომ კატანიაში დღეს, ამ წუთას, წამში 500 ლიტრი ჭარბი წყალი გვაქვს,“ – ამბობს  პროფესორი ჯუზეპე ლუიჯი ჩირელი, კატანიის უნივერსიტეტის აგრარული დეპარტამენტის  სურსათისა და გარემოს დაცვის განყოფილების თანამშრომელი. „თუ ამ წყალს შესაბამისად გადავამუშავებთ, მისი გამოყენება შესაძლებელია სოფლის მეურნეობაში“.

სხვა მკვლევრები სწავლობენ ადგილობრივი ბოსტნეულის სახეობების გამძლეობას გვალვის მიმართ. ისინი აქცენტს აკეთებენ ორგანულ პროდუქტსა და მათ მოკლე მანძილზე გადაგზავნაზე.

euronews

„ჩვენ აქ ვცდილობთ, შევარბილოთ უწყლობით გამოწვეული სტრესი, ამიტომ ისეთ ჯიშებს ვარჩევთ, რომლებიც ყველაზე უკეთ უძლებენ უწყლობას,“ – განმარტავს  ჰაჯერ ბენ ამარი, კატანიის უნივერსიტეტის აგრარული დეპარტამენტის  სურსათისა და გარემოს დაცვის განყოფილების თანამშრომელი „ფერმა და კვლევა უნდა დაუახლოვდეს ერთმანეთს, რათა ფერმერებს მარტივად ავუხსნათ, თუ რას ვაკეთებთ აქ და რა სარგებლის მოტანა შეგვიძლია“.

ავტორი: სირილ ფურნერისი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend