26 სექტემბერს 18:00 საათზე საარჩევნო სუბიექტებისთვის ცესკოში სიების წარდგენის ვადა იწურება. თარიღის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური გაერთიანებები წარადგენენ საარჩევნო პროგრამებსა და იმ სახეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
ვადის ამოწურვამდე თითქმის 24 საათით ადრე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას. უკვე ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრემიერის პოლიტიკური გუნდის მთავარი სლოგანი „ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი კეთილდღეობით ევროპისკენ“.
„არა ოცნებას და არა ნაციონალურ მოძრაობას. სიმშვიდე საქართველოს და დავიცვათ ნამდვილი მშვიდობა“, – თქვა გიორგი გახარიამ პარტიული სიის წარდგენისას.
ყოფილი პრემიერის გუნდმა დაასახელა სიის პირველი 29 წევრი:
გიორგი გახარია;
ნათია მეზვრიშვილი;
დიმიტრი ცქიტიშვილი;
კახაბერ ქემოკლიძე;
ზვიად ძიძიგური;
ზაზა თავაძე;
ანა ბუჩუკური;
ბერდია სიჭინავა;
როინ ქოჩორაშვილი;
ბექა ლილუაშვილი;
თეონა აქუბარდია;
ლევან გოგიჩაიშვილი;
გიგა ფარულავა;
გელა აბულაძე;
შალვა კერესელიძე;
თამარ ხვედელიანი;
ელგუჯა ხოკრიშვილი;
ვიკა ფილფანი;
კახა ნურალიძე;
სოფო ხორგუანი;
ჯემალ ანანიძე;
რუსუდან თევზაძე;
ქეთევან ბაკარაძე;
მალხაზ თორია;
ვატო ფაჩულია;
ერეკლე დუმბაძე;
სალომე კობალაძე;
გოჩა ტყეშელაშვილი;
აკაკი გვიანიძე;
რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, პრეზენტაციისას გიორგი გახარიას პოლიტიკურმა გუნდმა სხვადასხვა მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი. მათ შორის, პარტიის ლიდერმა ისაუბრა ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკისა თუ სახელმწიფო უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე.