მთავარიEUROPEN UNIONევროკავშირში კლიმატის ცვლილებასთან და მის შედეგებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობენ

ევროკავშირში კლიმატის ცვლილებასთან და მის შედეგებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობენ

ევროკომისიაში განიხილავენ, რამდენადაა შესაძლებელი მზის რადიაციასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ შეიზღუდოს ატმოსფეროში სათბური აირების ემისიების უარყოფითი ეფექტი.

ე.წ. გეოინჟინერია ის ტექნოლოგიაა, რომელიც ატმოსფეროდან CO2-ის გაქრობასა და ასევე მზის რადიაციის გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად.

კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ევროკომისრის ვიკი პოლარდის თქმით, ეს ცნება გულისხმობს შესაძლო ტექნოლოგიების ფართო ასორტიმენტს, მათ შორის სტრატეგიებს, რომლებიც ატმოსფეროში იმ ნაწილაკების გაშვებას ითვალისწინებს, რომლებიც მზის სხივებს ირეკლავს და გლობალური ტემპერატურის შემცირებას უწყობს ხელს.

შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ევროკავშირის მაღალჩინოსანი რაიმე გეოინჟინრულ ტექნოლიგიასპოლარდმა მზის რადიაციის მოდიფიკაციაზე მიანიშნა, მისი თქმით, ევროკომისია მოქმედებს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო პანელის (IPCC), გაეროს მთავრობათაშორისო ორგანოს მიერ დადგენილი წესების მიხედვით.  დედამიწის კლიმატის სისტემების მიზანმიმართულად შესაცვლელად სწორედ ეს ორგანო ადგენს გარკვეულ მეთოდებს.

„კვლევისთვის გამოყოფილი ფონდებით ჩვენ შევისწავლით მზის რადიაციის მოდიფიკაციის რეგულაციებს, რადგან ეს გლობალური საკითხია. დაფინანსებისა და სამუშაოს მოცულობის თვალსაზრისით კი ყურადღება გამახვილებულია ტექნოლოგიებზე, ხოლო მიდგომა სათბური აირების შემცირებას ემსახურება“,  – განაცხადა პოლარდმა.

ეს თემა ევროკომისიაშიც იწვევს დებატებს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ტექნოლოგია  მოაგვარებს სათბურის აირების ემისიების პრობლემას.  ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, სანამ ამ მიმართულებით წავალთ,  აუცილებელია, მისი შედეგების გააზრება და  მკაცრი რეგულაციის უზრუნველყოფა.

ევროკავშირის პარლამენტის კვლევითი სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამ მეთოდებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბიომრავალფეროვნებასა და ოზონის შრეს.

ამინდის პროგნოზების ევროპული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ფლორენს რაბიერმა განაცხადა, რომ მზის რადიაციის მოდიფიკაცია მიმზიდველია, თუმცა ეს არ არის საუკეთესო მეთოდი, მისი აზრით, ამისთვის  უფრო ფართო კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

„ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რა გავლენა აქვს მას ოზონის შრეზე ან კლიმატის ცვლილების სხვა შედეგებზე, რადგან CO2 მაინც იქნება.  ეს იქნება ძვირად ღირებული პროექტი და ათწლეულები ან საუკუნეები დასჭირდება იმას, რომ ეფექტური იყოს“, – განაცხადა რაბიერმა.

2023 წლის ივნისში, კლიმატის ცვლილების საკითხზე ერთობლივი კომუნიკეს ფარგლებში, ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურმა (EEAS) განაცხადეს, რომ, რადგან მკაფიო სამეცნიერო დასკვნები არ არსებობს, ევროკავშირი ვერ მიიჩნევს გეოინჟინერიას  კლიმატის ცვლილების პრობლემების მოგვარების გზად.

ეს ტექნოლოგიები წარმოქმნის ახალ რისკებს ადამიანებისა და ეკოსისტემებისთვის, რამაც ასევე შესაძლოა გაზარდოს ერთა შორის ძალთა დისბალანსი, რაც კონფლიქტებს, უამრავ ეთიკურ, სამართლებრივ, სამთავრობო და პოლიტიკურ პრობლემას წარმოშობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend